„ებრაელთან არ ვიჭიდავებ“ - ალჟირელმა ძიუდოისტმა ოლიმპიადაზე გამოსვლაზე უარი თქვა
Aa
Aa

„ებრაელთან არ ვიჭიდავებ“ - ალჟირელმა ძიუდოისტმა ოლიმპიადაზე გამოსვლაზე უარი თქვა

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები დღეს გაიხსნება და 24 ივლისს, მედლებისთვის ბრძოლას ძიუდოისტები დაიწყებენ. შეჯიბრებამდე ერთი დღით ადრე, ალჟირელმა ძიუდოისტმა, ფეტჰი ნურინმა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა, რისი მიზეზიც წილისყრის შედეგებია.

პირველ წრეში გამარჯვების შემთხვევაში, ნურინს მეორე წრეში ებრაელი ძიუდოისტი, ტოჰარ ბუტბული ელოდა და ებრაული პრესის ინფორმაციით, მან ოლიმპიადაზე გამოსვლაზე უარი სწორედ ამიტომ თქვა.

„წილისყარში ძალიან არ გაგვიმართლა. მეტოქედ ისრაელის წარმომადგენელი გვერგო და ოლიმპიადაზე სწორედ ამიტომ არ ვიასპარეზებთ. ჩვენ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ“, - განაცხადა ნურინის მწვრთნელმა, ამარ ბენ იაკლიფმა ალჟირულ გამოცემებთან საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ ნურინმე იგივე გადაწყვეტილება 2019 წელსაც მიიღო, როცა მსოფლიო ჩემპიონატზე, ბუტბულს უნდა შეხვედროდა, რაც არაბულ სამყაროსა და ისრაელს შორის არსებული პოლიტიკური ვითარებით გახლდათ განპირობებული. ბუტბულს რაც შეეხება, იგი ტატამზე პირველად მოჰამედ აბდალარასოოლის წინააღმდეგ გავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები