რუბინმა ხვიჩა რუსეთის პრემიერ ლიგის ახალი სეზონის განაცხადში შეიყვანა
Aa
Aa

რუბინმა ხვიჩა რუსეთის პრემიერ ლიგის ახალი სეზონის განაცხადში შეიყვანა

ყაზანის „რუბინმა“ ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერ ლიგის 2021-22 წლების სეზონის განაცხადში შეიყვანა. რამდენიმე დღის წინ, რუსულმა კლუბმა 9-კაციანი საჩემპიონო განაცხადი წარადგინა, რომელშიც „კვარა“ არ ყოფილა, გუშინ, კი სიას 12 ფეხბურთელი დაემატა და ერთ-ერთი მათგანი ქართველი შემტევი გახლავთ.

უცხოური გამოცემები დიდი ხანია ხვიჩას „რუბინიდან“ შესაძლო წასვლის შესახებ წერენ და მას ევროპულ გუნდებს უკავშირებენ. გუშინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ „კვარას“ შეძენით „გლადბახი“ დაინტერესდა. Sky Sport Germany-ის მიხედვით, „გლადბახის“ მიზანი კვარაცხელიასა და რომეინ ფავრის გადაბირება, თუმცა კლუბს ფინანსურად უჭირს და ტრანსფერებს მხოლოდ ფეხბურთელთა გასხვისების შემთხვევაში განახორციელებს.

როგორც ირკვევა, „გლადბახის“ სპორტული დირექტორი მაქს ებერლი ქართველის ტრანსფერში 15-20 მილიონი ევროს დახარჯვას გეგმავს, თუმცა „რუბინის“ საჩემპიონო განაცხადში ხვიჩას მოხვედრა გვანიშნებს, რომ იგი ყაზანის დატოვებასთან ახლოს არაა.

2020-21 წლების სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „რუბინის“ მაისურით რუსეთის პრემიერ ლიგის 23 მატჩში 4 გოლი შეაგდო, საგოლე პასებისა და გამომუშავებული პენალტების ჯამი კი რვას შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები