MMA-ის ყოფილი მებრძოლი საკუთარ საკანში გარდაცვლილი იპოვეს
Aa
Aa

MMA-ის ყოფილი მებრძოლი საკუთარ საკანში გარდაცვლილი იპოვეს

MMA-ის ყოფილი მებრძოლი, ტრევის ფულტონი, რომელიც MMA-ის წესებით გამართული ბრძოლების რაოდენობით ყველა დროის რეკორდსმენია, საკუთარ საკანში გარდაცვლილი იპოვეს. ლინ ქაუნთის შერიფის ოფისის მიხედვით, ციხის თანამშრომელი რუტინულ შემოწმებას ატარებდა, როცა აღმოაჩინა, რომ ფულტონმა თავი ჩამოიხრჩო.

ციხის თანამშრომლებმა მისი დახმარება სცადეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, ფულტონი გარდაცვლილად ოფიციალურად გამოაცხადეს. ადგილობრივმა სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს და დეტალები უახლოეს პერიოდში გაირკვევა.

MMA-ის მებრძოლი ლინ ქაუნთის ციხეში 19 თებერვლიდან იმყოფებოდა და ბრალად არასრულწოვანი გოგონას სექსუალური ექსპლუატაცია და ბავშვთა პორნოგრაფიის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის შენახვა ედებოდა. მისი პროცესი 23 ივლისს იყო ჩანიშნული და ფულტონს 70-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა.

შეგახსენებთ, რომ 44 წლის ამერიკელი მებრძოლის ანგარიშზე 320 ბრძოლა, 255 გამარჯვება, 54 მარცხი და 10 ფრე იყო, ერთი ჩხუბის შედეგი კი გაუქმდა. ფულტონი ბოლოს ოქტაგონზე 2019 წლის 4 აპრილს გავიდა და შენონ რიჩი მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები