ევროპის თასი - კადეტების 6 მედალი და გუნდური მეორე ადგილი
Aa
Aa

ევროპის თასი - კადეტების 6 მედალი და გუნდური მეორე ადგილი

საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთის ქალაქ ტეპლიცეში გამართულ ევროპის თასზე კადეტთა შორის 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ არჩილ მამულაშვილი (-90კგ) და გიორგი ტაბატაძე (+90კგ).

90 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ქართველი ძიუდოისტი ბელგიელ ილმან ნესირკოევს დაუპირისპირდა და მეტოქე იპონით დაამრცხა. 

+90-ში კი ტაბატაძემ ფინალში უკრაინელ კრისტიან ხოხლოვს იპონით აჯობა.

ვერცხლის მედლებს  ვახტანგ პავლიაშვილი (-73კგ) და ალექსანდრე ლოლაძე (-81კგ) დაეუფლნენ.

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს გივი ხოსიტაშვილმა (-73კგ) და საბა ქარდავამ (+90კგ).

ჩეხეთში ევროპის თასზე 28 ქვეყნის 400-მდე ძიუდოისტმა იასპარეზა და საქართველოს კადეტმა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები