ფუტსალის ლიგა - კსუ საქართველოს ჩემპიონია
Aa
Aa

ფუტსალის ლიგა - კსუ საქართველოს ჩემპიონია

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის ფინალური სერიის მეოთხე მატჩი გაიმართა,სადაც ერთმანეთს თსუ და კსუ უპირისპირდებოდნენ.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ კავკასიის უნივერსიტეტის გუნდმა მეტოქე 4:0 დაამარცხა და ისტორიაში პირველად ფუტსალის ლიგის გამარჯვებული გახდა.

ლევან კობაიძის გაწვრთნილმა გუნდმა თსუ-ს ფინალურ სერიაში 3:1 მოიგო.

დღევანდელ კსუ-ს რიგებში გოლები კახაბერ მაისაიამ,ნიკა ოთინაშვილმა, ლევან კობაიძემ და გიორგი ღავთაძემ გაიტანეს.

ნიკა ოთინაშვილის გოლი

საქართველოს ფუტსალის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი ღავთაძე დასახელდა,რომელიც ასევე 26 გოლით გათამაშების ბომბარდირი გახდა.

ასევე ლიგის საუკეთესოები გახდნენ - მწვრთნელი: ალიკ სარქისიანი(ილიაუნი) მეკარე: თორნიკე ბუკია(თსუ) მცველი: შოთა თოფურია(თელასი) თავდამსხმელი: გიორგი ჩიმაკაძე(თსუ) უნივერსალი: ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი) ასისტი: შოთა თოფურია 24 ასისტი.

გიორგი ღავთაძე - საუკეთესო ფეხბურთელი 

შოთა ჭანუყვაძე - კსუ-ს წევრი

დავით მუჯირი - ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები