ტოკიოს ოლიმპიური თამაშები: ყველა რეგულაცია სრულად
Aa
Aa

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები: ყველა რეგულაცია სრულად

როგორც გულშემატკივარმა უკვე იცის, კორონავირუსის პანდემიის გამო, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები 1 წლით გადავადდა და ამიტომ, გასული წლის ნაცვლად მიმდინარე წლის ზაფხულში  გაიმართება.

უკვე ცნობილია ყველა რეგულაცია, რომელიც ტოკიო 2020-ზე ამოქმედდება.

ტოკიო 2020: რეგულაციები

გულშემატკივარი: ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის,  საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC), პარალიმპური კომიტეტის (IPC), იაპონიის მთავრობის და ტოკიოს მთავრობის სხდომაზე ოლიმპიურ არენებზე მაყურებელის შეზღუდული რაოდენობით დაშვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

მაყურებელის რიცხვი განსაზღვრულია არენის ტევადობის 50 პროცენტის ფარგლებში, თუმცა ცნობილია, რომ გულშემატკივრის რაოდენობა 10 000-ს არ უნდა აღემატებოდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ საუბარია ადგილობრივ და არა, უხოუელ გულშემატკივარზე. იმ შემთხვევაში თუ 12 ივლისის შემდეგ საგანგებო რეჟიმი კვლავ ამოქმედდება, მაყურებელთა დაშვების საკითხი გადაიხედება.

შეგახსენებთ, რომ გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო იაპონიაში, მათ შორის ტოკიოში, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა.

ალკოჰოლი: ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის, სეიკო ჰასიმოტოს განცხადებით, ოლიმპიურ არენებზე თუმცა მთელი რიგი წესი ამოქმედდება - მათ შორის, ალკოჰოლის აკრძალვის რეგულაცია. გაირკვა, რომ ოლიმპიური არენებზე არ გაიყიდება ალკოჰოლური სასმელი და ამის გარდა, მაყურებელი ალკოჰოლს ვერც უშუალოდ ტრიბუნაზე შეიტანს.

საინტერესოა, რომ აკრძალული იქნება ოვაციები და ხმაური.

ტემპერატურა / ნიღბები: თითოეულ მაყურებელს, რომელსაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე დასწრების სურვილი ექნება, ტემპერატურის ტესტს გაივლის. 37.5 ტემპერატურაზე ზემოთ მაყურებელი ტოკიო 2020-ზე დასწრებას ვერ შეძლებს. ამის გარდა, სავალდებულო იქნება პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.

ბილეთები: ტოკიო 2020-ზე გულშემატკივარი ვალდებული იქნება ბილეთები დაახლოებით 2 კვირის მანძილზე შეინახოს, რათა კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში წყაროს არსებობა მარტივად გაირკვეს.

ოლიმპიურ თამაშებზე დაახლოებით 10 000 ათლეტს ელოდებიან. ტოკიო 2020 23 ივლისს დაიწყება და 8 აგვისტოს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები