ფრანგმა მოფარიკავემ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო
Aa
Aa

ფრანგმა მოფარიკავემ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო

თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, გუნდურ შეჯიბრში, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ნიკოლა ანდრე რუსემ იასპარეზა.

32 წლის რუსემ, რომელიც წლების განმავლობაში საფრანგეთის საუკეთესო ხმლით მოფარიკავე იყო, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტის მერაბ ბაზაძის განცხადებით, ნიკოლა ძლიერი მოფარიკავეა და სამომავლოდ საქართველოს ნაკრებს, რომლის მიზანი მომავალ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით გამოსვლა და მთავარი პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გუნდურ ასპარეზობაში მოხვედრაა, საგრძნობლად გააძლიერებს.


ცხელი ამბები