უგოლო ფრე მიხეილ მესხზე - საქართველომ აზერბიაჯანს ვერ მოუგო
Aa
Aa

უგოლო ფრე მიხეილ მესხზე - საქართველომ აზერბიაჯანს ვერ მოუგო

საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეორე ამხანაგური შეხვედრა კვლავ აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამართა. ამჯერად მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

პირველ ტაიმში უფრო მეტს სტუმრები აქტიურობდნენ. გიორგი ჩხაიძის გაწვრთნილი გუნდის გადარჩენა რამდენჯერმე თათია გაბუნიას მოუწია. „ლანჩხუთის“ კარის დარაჯი ყველა ეპიზოდში მოწოდების სიმაღლეზე იდგა.

მეორე ტაიმში ქართველები გააქტიურდნენ და მომენტებს ქმნიდნენ, თუმცა „ჩვენებურებს“ გოლამდე სულ ცოტა აკლდებოდათ. კარგი შანსი ჰქონდა თეონა ბაქრაძეს. „ლანჩხუთის“ შემტევმა ლელა ჭიჭინაძესთან კომბინაცია ეფექტურად გაითამაშა, დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, დაარტყა და ბურთი პირდაპირ სტუმართა მეკარისკენ წავიდა.

მატჩი საკმაოდ უხეში იყო. მატჩის არბიტრს ხშირად უწევდა თამაშის შეჩერება. ბოლო წუთებზე მასპინძლები გააქტიურდნენ, თუმცა გოლი მაინც არ გავიდა. საბოლოო ჯამში მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს და აზერბაიჯანის დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გიორგი ჩხაიძის შეგირდებმა აზერბაიჯანი 3:2 დაამარცხეს და 2-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა.

გიორგი ჩხაიძე - საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი

ნათია გაბუნია - მეკარე 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები