უფრო მაღალი ხელფასი - ვაინალდუმმა ბარსას პსჟ ამჯობინა
Aa
Aa

უფრო მაღალი ხელფასი - ვაინალდუმმა ბარსას პსჟ ამჯობინა

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში წერს, რომ ჟორჟინიო ვაინალდუმმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო - ნიდერლანდელი კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს.

როგორც აქამდე იყო ცნობილი, ვაინალდუმს „ბარსელონასთან“ სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეული ჰქონდა, კონტრაქტის დეტალებიც დაზუსტებული იყო და კლუბი ტრანსფერის გამოცხადებისთვის ემზადებოდა, თუმა ბოლო მომენტში პარიზელებმა მას ორჯერ მეტი ხელფასი შესთავაზეს, რაზეც ფეხბურთელი დაფიქრდა და გადაწყვეტილება შეცვალა.

კატალონიელებმა მალევე განაცხადეს, რომ ისინი ფეხბურთელისთვის ახალ შეთავაზებას არ გაამზადებდნენ და მას პირობებს არ გაუუმჯობესებდნენ.

ასევე აღსანიშნავია, რომ ჟორჟინიომ თავდაპირველად „ბარსელონას“ გამო უარი „ბაიერნისა“ და „იუვენტუსის“ ვარიანტებზე თქვა, თუმცა როგორც ჩანს ფეხბურთელისთვის ემ ეტაპზე ანაზღაურება ნომერ პირველი პრიორიტეტია.

რომანოს ცნობით, ვაინალდუმი პარიზელებთან კონტრაქტს 2024 წლამდე გააფორმებს.

Sport-ი კი წერს, რომ „ბარსა“ ვაინალდუმის ხელიდან გაშვების შემდეგ ილქაი გიუნდოგანზე გადაერთო. ამ მომენტისთვის მეტი ინფორმაცია არ ვრცელდება. 30 წლის გერმანელი გუარდიოლას ერთ-ერთი ფავორიტი მოთამაშეა და „ბლაუგრანას“ მისი გადაბირება გაუჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები