ოფიციალურად - ვან ბომელი ვოლფსბურგის ახალი მწვრთნელია
Aa
Aa

ოფიციალურად - ვან ბომელი ვოლფსბურგის ახალი მწვრთნელია

გერმანული „ვოლფსბურგის“ ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ გუნდს დღეიდან მარკ ვან ბომელი გაწვრთნის. ნიდერლანდელმა ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რატომ გაათავისუფლა „ვოლფსბურგმა“ ოლივერ გლასნერი. ავსტრიელმა თავკაცმა კლუბი ბუნდესლიგაში მე-4 ადგილზე გაიყვანა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.

რაც შეეხება ვან ბომელმს, ნიდერლანდელმა 2013 წელს პსვ-ს რიგებში საფეხბურთო კარიერა დაასრულა და მწვრთნელობა გადაწყვიტა. 2018 წელს, ავსტრალიის ნაკრების მწვრთნელის თანაშემწე იყო, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ყოფილ კლუბს პსვ-ს ჩაუდგა სათავეში.

ნიდერლანდებიდან ბომელი არაბეთში წავიდა და გაერთიანებული ემირატების ნაკრების მწვრთნელის ასისტენდად დაინიშნა, სადაც მიმდინარე წლის მაისამდე იმუშავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები