ლევან კობიაშვილი: „მსაჯების მიმართ არსებული დამოკიდებულება არ მომწონს
Aa
Aa

ლევან კობიაშვილი: „მსაჯების მიმართ არსებული დამოკიდებულება არ მომწონს"

დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXXI ყრილობა გაიმართა, სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა მსაჯებთან დაკავშირებით ისაუბრა.

ლევან კობიაშვილი: ჩვენს ფეხბურთში მსაჯის პროფესია განსაკუთრებით რთულია, უკმაყოფილების საგანი ხშირად ხდება, თუმცა მინდა ხაზგასმით ვთქვა,  რომ ეს  ურთულესი საქმეა, ალბათ, ჩვენს ქვეყანაში ყველაზე რთულიც კი.

ზოგადად, ნამდვილად არ მომწონს ის დამოკიდებულება, რომელიც დღეს, მსაჯების მიმართ არსებობს. შემიძლია ვთქვა, რომ ამ კუთხით დიდი წარმატება გვაქვს. თუნდაც ის, რომ ჩვენი არბიტრები ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე და ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო, სანაკრებო ტურნირებზე მსაჯობენ. არ არსებობს სფერო, სადაც გარკვეული პრობლემები არ არის, რა თქმა უნდა, პრობლემები ამ სფეროშიცაა, თუმცა ამ ადამიანებს გვერდში დგომა და დახმარება სჭირდებათ. ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში, ეს ხდება ყველგან, სამსაჯო სფეროში.

ზუსტად ამიტომ გადავწყვიტეთ VAR ტექნოლოგიის საკითხის ირგვლივ მუშაობა. VAR ტყუილად არავის მოუფიქრებია. ეს ზუსტად ის ტექნოლოგიაა, რომელიც მსაჯებს ნაკლები შეცდომის დაშვებაში ეხმარება.

გვინდა, რომ შეცდომები საერთოდ არ იყოს, თუმცა დღევანდელ ფეხბურთში ეს გამორიცხულია. აქედან გამომდინარე დავანონსეთ და VAR სისტემასთან დაკავშირებით უკვე ვაწარმოებთ ძალიან დიდ სამუშაოს, რაც ჩვენს ჩემპიონატში სულ მასე გამოჩნდება. ეს ინოვაცია ჩვენს ჩემპიონატს სჭირდება".

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXXI ყრილობაზე საუბარი სხვადასხვა საინტერესო თემას შეეხო, მათ შორის განიხილეს ფეხბურთის განვითარების ფონდის მნიშვნელობა და ქართული კლუბების განვითარების სტრატეგია.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები