ფერნანდო ალონსო და რაფაელ ნადალი ესპანეთის უმდიდრესი სპორტსმენები არიან
Aa
Aa

ფერნანდო ალონსო და რაფაელ ნადალი ესპანეთის უმდიდრესი სპორტსმენები არიან

ესპანურმა გამოცემა, El Mundo-მ, ამ ქვეყნის უმდიდრესი 200 ადამიანის ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელშიც ფორმულა 1-ისა და ჩოგბურთის სუპერვარსკვლავები, ფერნანდო ალონსო და რაფაელ ნადალიც მოხვდნენ. ორივე მათგანის ქონება 200 მილიონ ევროს აღემატება. 

ჩამონათვალში 36-ე ადგილზეა მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი, თუმცა მისი ქონების ზუსტი ოდენობა არ სახელდება. 

სიას, რა თქმა უნდა, "ზარას" დამფუძნებელი, ამანსიო ორტეგა ლიდერობს, რომელიც საერთოდაც "ფორბსის" მონაცემებით, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მე-2 ადგილზეა და მხოლოდ ბილ გეითსს ჩამორჩება. ორტეგას ქონება 67 მილიარდ ევროდაა შეფასებული. 

 

მომზადებულია MARCA.COM-ის მიხედვით

ცხელი ამბები