მარცხი ბელგრადში - ბასილაშვილს 119-ე ნომერმა აჯობა
Aa
Aa

მარცხი ბელგრადში - ბასილაშვილს 119-ე ნომერმა აჯობა

ბელგრადის 250-ქულიანი კატეგორიის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგის 119-ე ნომერს ანდრეი მარტინს შეხვდა და სამ სეტში 1:6 6:4 6:7 დამარცხდა.

უბრძოლველი პირველი სეტის შემდეგ ნიკოლოზმა მობილიზება მოახდინა და მეორე სეტი ბრძოლის შედეგად მოიგო. შეხვედრის გადამწყვეტი ნაწილი საკმაოდ დრამატული გამოდგა. ორივე მოთამაშე საკუთარ ჩაწოდებაზე სცოდავდა. ნიკოლოზი ერთ-ერთ მომენტში 1:4-საც აგებდა, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა 6:6.

საბოლოოდ მატჩის ბედი ტაი-ბრეიკმა გადაწყვიტა. სამწუხაროდ, მარტინმა მატჩის მიწურულს მოუმატა და ნიკოლოზსს შანსი არ დაუტოვა. სლოვაკმა ჩოგბურთელმა ტაი-ბრეიკი 7:4 მოიგო და მატჩი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

ცნობისთვის, ეს მოთამაშეები ერთმანეთს აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ. 2015 წელს ნიკოლოზმა ანდრეი სამ სეტში 6:1 1:6 6:3 დაამარცხა. 

ბელგრადის შემდეგ, ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობაზე გადაინაცვლებს, სადაც ძირითად ბადეშია განთესილი. ჯერჯერობით ნიკოლოზის პირველი მეტოქე ცნობილი არ არის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები