„ბრძოლა დადასტურდა
Aa
Aa

„ბრძოლა დადასტურდა" - რომან დოლიძეს ახალი მეტოქე ჰყავს

UFC-ის ქართველ მებრძოლს, რომან დოლიძეს ახალი მეტოქე ჰყავს. 5 ივნისს, ჩვენებურს ალესიო დი კირიკოსთან უნდა ეჩხუბა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ტრავმა მიიღო და ოქტაგონზე გასვლაზე უარის თქმა მოუწია.

იტალიელი მებრძოლის ნაცვლად დოლიძე ლაურეანო სტაროპოლის დაუპირისპირდება და ბრძოლა საშუალო წონით დივიზიონში გაიმართება. ეს ინფორმაცია თავად რომანმა გაავრცელა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ქომაგებს მომდევნო მეტოქის ვინაობა ამცნო.

სტაროპოლის კარიერაში 12 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 9 მოგება და 3 წაგებაა. არგენტინელმა ბოლო 2 ჩხუბი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დათმო და UFC-ში 2019 წლის 11 მაისის შემდეგ არ უმარჯვია.

დოლიძეს რაც შეეხება, რომანს UFC-ში 3 ბრძოლა აქვს გამართული და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. 21 მარტს, ქართველმა მებრძოლმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ტრევინ ჯაილსთან წააგო, მანამდე კი ხადის იბრაგიმოვსა და ჯონ ალანს სძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები