შესაძლოა იუნაიტედში დაბრუნდეს - სულშერი რონალდუს დაუკავშირდა
Aa
Aa

შესაძლოა იუნაიტედში დაბრუნდეს - სულშერი რონალდუს დაუკავშირდა

ტურინის „იუვენტუსი“ რთულ მდგომარეობაშია და შესაძლოა გაისად ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩეს. თუ, ყველაფერი მსგავსი სცენარით წარიმართა, დიდი შანსია გუნდი რამდენიმე ლიდერმა დატოვოს.

AS-ის ცნობით, კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენის შემთხვევაში „ბებერ ქალბატონს“ დატოვებს და მისი ნომერ პირველი არჩევანი „მანჩესტერ იუნაიტედი“ იქნება.

წყაროს ცნობით, ოლე გუნარ სულშერი კრიშტიანუს უკვე ესაუბრა და არსებული ვითარება განიხილა.

როგორც ცნობილია, რონალდუს პირველი არჩევანი „რეალში“ დაბრუნება იყო, თუმცა მადრიდელებმა პორტუგალიელს კარი დაუხურეს და მისი ტრანსფერი გამორიცხეს. დიდად არ უაქტიურია არც პსჟ-ს. შედეგად, კრიშტიანუს მხოლოდ „იუნაიტედის“ ვარიანტი რჩება.

რონალდუ წავა და სხვებიც გაყვებიან

გუნდის რთულ მდგომარეობაზე და ოთხეულს მიღმა შესაძლო დარჩენის შესახებ, ვიერიმ ტურინელები გააფრთხილა:

„ჩემი აზრით „ინტერი“ ტურინში გაიმარჯვებს და „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა. საბოლოოდ, თუ პირლოს გუნდი ლიგაზე ვერ გავა იუვეს რონალდუ და ბევრი სხვა ფეხბურთელი დატოვებს. მათ უდიდესი ფინანსური კრიზისი ელოდებათ. ეს დრამატული დასასრული იქნება“.

რონალდუს იუვეში გრიზმანი ჩაანაცვლებს?

Football Italia წერს, რომ თუ კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსს“ დატოვებს, ფრანგი თავდამსხმელი პორტუგალიელის ჩანაცვლების შესანიშნავი ვარიანტია.

სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, რონალდუს იტალიიდან აბარგება საკმაოდ რეალურია. ტურინელები პორტუგალიელის შეცვლაზე უკვე ფიქრობენ და ერთ-ერთ მთავარ ვარიანტად სწორედ გრიზმანს თვლიან, რომელსაც „ბარსა“ სავარაუდოდ ტრანსფერზე დააყენებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები