მარტივად დამარცხდა - ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯის ვერ აჯობა
Aa
Aa

მარტივად დამარცხდა - ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯის ვერ აჯობა

ნაცუ ბაშოს მესამე დღეს ქართველი სუმოისტი „ტოჩინოშინი“ მე-7 მაეგაშირა ტაკარაფუჯის დაუპირისპირდა. სამწუხაროდ ლევანი ძალიან მარტივად და უბრძოლველად დამარცხდა. ტაკარაფუჯიმ „ოშიდაშის“ ილეთი გამოიყენა.

ცნობისთვის, ტოჩისთვის მიმდინარე ნაცუ ბაშოზე ეს რიგით მე-2 მარცხი იყო. ქართველი სუმოისტი პირველ დღეს იჩინოჯოსთან დამარცხდა, ხოლო მე-2 დღეს კი ცურუგიშო დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ნაცუ ბაშოს მეოთხე დღს „ტოჩინოშინი“ „ჰიდენოუმის“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები