ოფიციალურად - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ტოკიოს ილიმპიადაზე არ იქნება
Aa
Aa

ოფიციალურად - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ტოკიოს ილიმპიადაზე არ იქნება

ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ტოკიო 2020-ზე ვერ იასპარეზებს. ამის მიზეზი კორონავირუსია, რომელიც ქართველ ფალავანს დაუდასტურდა.

ინფორმაცია მოჭიდავემ სოციალურ ქსელში გაავრცელა წარწერით - "ყველაზე შეუსაბამო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია"

უფრო დეტალურად - 6-9 მაისს სოფიაში ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირი ტარდება, სადაც ხინჩეგაშვილს მონაწილეობა უნდა მიეღო. კორონავირუსის გამო ხსენებულ შეჯიბრებაში 30 წლის სპორტსმენი ვერ იასპარეზებს. შესაბამისად მას ლიცენზია ფიზიკურად ვერ ექნება და ვერც ტოკიოში გაემგზავრება. 

ასევე,ასაღნიშნავია,რომ ბექა ბუჯიაშვილსაც და ზურაბ იაკობიშვილსაც კორონა ვირუსი აქვთ და დიდი სანსია საქართველო ამ წონაში ლიცენზიის გარეშე დარჩეს.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ქართველი 2016 წლის რიოს ოლიმპიადის ოქროს პრიზიორია. 2012-ში კი ვერცხლს დასჯერდა. ასევე, ვლადიმერი სხვადასხვა დროს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონიც გახლავთ.

ამ დროისთვის, თავისუფლებიდან ოლიმპიური ლიცენზია გენო პეტრიაშვილს, ელიზბარ ოდიკაძეს და ავთანდილ კენჭაძეს აქვთ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები