Aa
Aa

მოლაპარაკებები დაიწყო - ნაპოლის არმანი შემოსავს?

იტალიურ „ნაპოლის“ მომდევნო სეზონიდან, დიდი ალბათობით, ახალი ტექნიკური სპონსორი ეყოლება. ნეაპოლური კლუბი მოლაპარაკებებს პოპულარულ ბრენდ „არმანისთან“ მართავს. უფრო კონკრეტულად, საუბარია „არმანის“ ქვებრენდ EA7-ზე, რომელიც რამდენიმე სპორტსმენისა თუ კლუბის ტექნიკური სპონსორია.

ნეაპოლელებსა და მათ ამჟამინდელ სპონსორ Kappa-სთან თანამშრომლობა სეზონის ბოლოს სრულდება, რის შემდეგაც კლუბის სურვილია, ისინი გაცილებით პოპულარულმა და მასშტაბურმა ბრენდმა, „არმანიმ“ შემოსოს.

ზოგადად, Kappa ცნობილი და გავრცელებული სპორტული ბრენდია და 100-ზე მეტი კლუბისა თუ ნაკრების ტექნიკური სპონსორი გახლავთ, თუმცა „არმანი“, რა თქმა უნდა, მსოფლიოს მასშტაბით ბევრად პოპულარულია.

თუკი 2019 წლის მონაცემებით შევადარებთ, Kappa-ს წლიურმა შემოსავალმა 284 მილიონი ევრო შეადგინა, მაშინ როცა, „არმანის“ წლიური შემოსავალი 5.9 მილიარდი ევრო იყო.

რაც შეეხება „ნაპოლის“, ის Kappa-სთან 2015 წლიდან თანამშრომლობს, იქამდე კი Macron-ის, Diadora-ს, Legea-ს, Nike-ის, Lotto-ს, Umbro-სა და სხვა ბრენდების პარტნიორი გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები