Aa
Aa

"ვიცოდი როგორ უნდა ეგრძნოთ თავი კომფორტულად" - იგუაინი მესიზე და რონალდუზე

გონსალო იგუაინმა გამოცემა La Nación-თან ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. „პიპიტა“ სხვადასხვა დროს ორივე მათგანთან ერთად თამაშობდა. არგენტინელი თავდამსხმელის თქმით, მან კარგად იცის როგორ აგრძნობინოს თავი კომფორტულად მესის და რონალდუს.

რა თქვა იგუაინმა?

მე ვიყავი ფეხბურთელი, რომელმაც მესისთან და რონალდუსსთან ერთად ყველაზე მეტი ითამაშა. მინდორზე ყველაზე კარგად მათი მე მესმოდა.

ლეოს და კრისს, რომ გაუგო ეს მათი პრობლემა არ არის. ეს შენი პრობლემაა. ყოველთვის ვიცოდი რა მოწონდათ და რა არ მოწონდათ. ვიცოდი როგორ უნდა ეგრძნოთ მათ თავი კომფორტულად და ისიც ვიცოდი როდის იყვნენ არაკომფორტულ სიტუაციაში.

მესიმ და რონალდუმ ყოველთვის იცოდნენ, რომ ჩემზე დაყრდნობა შეეძლოთ. ისინი განსხვავებული სტილის ფეხბურთელები არიან და მქონდა პატივი მათთან ერთად მეთამაშა და უამრავი რამ მესწავლა“

იგუაინი მესისთან და რონალდუსთან ერთად

„პიპიტა“ პორტუგალიელ სუპერვარსკვლავთან ერთად ჯერ მადრიდის „რეალში“ რამდენიმე წლის განმავლობაში თამაშობდა, ხოლო შემდეგ „იუვენტუსში“ აგორავებდნენ ბურთს ერთად.

რაც შეეხება მესის, გონსალო და ლეო მრავალი წლის განმავლობაში ერთად იცავდნენ არგენტინის ნაკრების ღირსებას.

იგუაინი დღეს

ვეტერანი თავდამსხმელი დღესდღეობით დევიდ ბექჰემის „ინტერ მაიამიში“ საკუთარ ძმასთან ერთად თამაშობს.

გეტყვით, რომ „ბიანკონერის“ ყოფილი შემტევი MLS-ში 2020 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდის განმავლობაში არგენტინელმა 9 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები