Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი - იანტბელიძემ შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა. 2021 წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შეჯიბრებას 19-25 აპრილს, პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა უმასპინძლებს და საქართველოს ნაკრები ლეიბზე სრული გუნდით - ათი სპორტსმენით გავა.

გიორგი იანტბელიძე - თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ დასკვნით შეკრებას ბორჯომში, ორიოდ დღეში დაასრულებს. ვარშავაში კი 16 აპრილს გაემგზავრება.

ნაკრების შემადგენლობა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატზე:

57 კგ - ბექა ბუჯიაშვილი

61 კგ - ბექა ლომთაძე

65 კგ - შმაგი თოდუა

70 კგ - დავით ტლაშაძე

74 კგ - ავთანდილ კენჭაძე

79 კგ - ნიკა კენჭაძე

86 კგ - სანდრო ამინაშვილი

92 კგ - ირაკლი მწითური

97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე

125 კგ - გენო პეტრიაშვილი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები