თბილისის გრანდ სლემი - 3 ოქროს და 2 ბრინაჯაოს შანსი
Aa
Aa

თბილისის გრანდ სლემი - 3 ოქროს და 2 ბრინაჯაოს შანსი

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ძიუდოს გრანდ სლემმა სტარტი აიღო. ტურნირის პირველ დღეს ოქროს მედლებისთვის ვაჟა მარგველაშვილი,თემურ ნოზაძე და ეთერ ლიპარტელიანი იბრძოლებენ.

60 კილოგრამ წონით კატეგორის ფინალში თემურ ნოზაძე უზბეკ კემრან ნურილაევს შეხვდება.

ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტმა 4 მეტოქე ყაზახი ტოკტარ უმულტაევი, ესპანელი ხუტო როდრიგეს ნუნიესი,მონღოლი არიუნბოლდ ენხატაიავნი და ნედერლანდის სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადუა დაამარცხა.

66 კილოში ვაჟა მარგველაშვილი ფინალში ასევე უზბეკს სარდორ ნურილაევს დაუპირისპირდება.

ვაჟამ ფინალამდე ასევე 4 მეტოქეს ყატარელ აიუბ ელდრისის, ებრაელ ამიტ ბობოვიჩს , ქართველ ბაგრატ ნინიაშვილსა და მოლდოველ დენის ვიერუს აჯობა. 

ამევე წონაში ბრინჯაოს მედლისთვის ბაგრატ ნინიაშვილი იბრძოლებს,რომელიც ძალებს მონღოლ ხერლენ განბოლდთან მოსინჯავს.

გოგონათა 57 კილოში კი ეთერ ლიპარტელიანი ფინალში კოსოვოელ ნორა ჯაკოვას შეხვდება.

ფინალამდე ლიპარტელიანმა ბრიტანელი ასელია ტოპრაკი, სამხრეთ აფრიკელი დონი ბრეიტენბახი,რუსი დარია მეჯესკაია და მსოფლიო ჩემპიონი კანადელი კრისტა დეგუჩი დაამარცხა.

დღესვე ბრინჯაოს მედლისთვის 52 კილოში ტეტიანი ლევიცკა-შუკვანი იჭიდავებს,რომლის მეტოქეც უნგრელი რეკა პუპი იქნება.

ფინალური ბლოკი 17:00 საათიდან განახლდება. შეგახსენებთ,რომ COVID 19-ის გამო დარბაზში მაყურებლები არ დაიშვებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები