მეშვიდე მარცხი - ტოჩინოშინი დოჰიოდან გადააგდეს
Aa
Aa

მეშვიდე მარცხი - ტოჩინოშინი დოჰიოდან გადააგდეს

„ჰარუ ბაშოს“ მე-10 დღეს, ტოჩინოშინის მეტოქე მე-12 მაეგაშირა აკისეიამა იყო, რომელთანაც "შიტატენაჯეს" ილეთით დამარცხდა.

ბრძოლა ორივე სუმოისტმა აქტიურად დაიწყო. ლევანი უპირატესობის მოპოვებას ცდილობდა და თითქოს ერთ მომენტში გამოუვიდა კიდეც. იყო რამდენიმე წამიანი პაუზა, ქართველ სუმოისტს აკისეიამა დოჰიოდან გაყავდა, თუმცა მოწინააღმდეგემ შესანიშნავად იმოქმედა და ტოჩინოშინი დოჰიოდან გადააგდო. ილეთი კი საკმაოდ ეფექტური გამოდგა.

ლევან გორგაძე და აკისეიამა დღეს ისტორიაში მეორედ შეხვდნენ. სამწუხაროდ ქართველი ორივე შემთხვევაში დამარცხდა. დღევანდელი მარცხი კი მიმდინარე "ჰარუ ბაშოზე" რიგით მე-7 იყო და "ტოჩიმ" უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მე-11 მაეგაშირა ჩიოტარიო იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები