Aa
Aa

11 ქულა საწყის 5 წუთში - შენგელიას ცსკა-მ რეალი დაამარცხა

თორნიკე შენგელიას ცსკა ევროლიგის 29-ე ტურში სტუმრად „რეალს“ დაუპირისპირდა და მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა. „არმიელებმა“ 2-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს და „სამეფო კლუბი“ 96-89 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 5 ჯარიმის გამო მატჩი ბოლომდე ვერ ჩაატარა და მხოლოდ 17 წუთი და 32 წამი ითამაშა. თოკომ შესანიშნავად დაიწყო და შეხვედრის საწყის 5 წუთში 11 ქულა დააგროვა, თუმცა ფოლებით მალევე დაიტვირთა და საბოლოოდ, 14 ქულას, 1 მოხსნას, 1 შედეგიან გადაცემასა და 2 ჩაჭრას დასჯერდა.

ცსკა-ს რიგებში საუკეთესო კლაიბერნი იყო, რომელმაც 23 ქულა ჩააგდო. მაიკ ჯეიმსის ანგარიშზე 22 ქულა და 4 შედეგიანი გადაცემაა, ფოიტმანმა კი შეხვედრა 18 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა.

„რეალის“ დამარცხების შემდეგ, ცსკა 19 მოგებითა და 10 წაგებით სატურნირო ცხრილში მე-4-ეა. მოსკოველებს მომდევნო მატჩი 25 მარტს, „ცრვენა ზვეზდასთან“ ელით, რომელიც ბოლოსწინა ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები