ახალი მწვრთნელით დიდებული
Aa
Aa

ახალი მწვრთნელით დიდებული "ქამბექი" - ზაგრებში ტოტენჰემი ევროპის ლიგას დაემშვიდობა

ევროპის ლიგის მერვედფინალურ განმეორებით მატჩში ზაგრების "დინამომ" "ტოტენჰემს" უმასპინძლა. პირველი შეხვედრა ლონდონში "დეზებმა" 2:0 მოიგეს და ხორვატიაში დამშვიდებულები გაფრინდნენ.

"დინამომ" იდეალურად ითამაშა. ხორვატებმა სასწაული მოახდინეს და "ტოტენჰემი" 3:0 დაამარცხეს. ძირითადი დრო 2:0 დასრულდა, ხოლო დამატებით 30 წუთში მასპინძლებმა კიდევ 1 გოლის გატანა მოახერხეს და მეოთხედფინალში გავიდნენ.

62-ე წუთზე ანგარიში ორსიჩმა გახსნა. მატჩის მიწურულს, 28 წლის თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა. 106-ე წუთზე სერბმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა, ჰეთ-თრიკი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ჟოზე მოურინიოს გუნდი ევროპის ლიგას დაემშვიდობა.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის წინ ზაგრების "დინამოში" სკანდალი მოხდა. მთავარი მწვრთნელი ზორან მამიჩი და მისი ძმა ზდრავკო მამიჩი სამართალდამცავებმა დააპატიმრეს. ორივე მათგანს დიდი რაოდენობით უკანონო ფულის მითვისება და გაფლანგვა ედებათ ბრალად. კლუბმა 49 წლის სპეციალისტი დაკავებული თანამდებობიდან ოფიციალურად გაათავისუფლა და მის ნაცვლად ზორანის ასისტენტი დამირ კრზნარი დაინიშნა.

რაც შეეხება სასჯელს, სასამართლომ ყოფილ მთავარ მწვრთნელს და მის ძმას 4 წლით და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები