სალიცენზიო ტურნირი - ბუდაპეშტში საქართველოს სახელით 8 მოჭიდავე იასპარეზებს
Aa
Aa

სალიცენზიო ტურნირი - ბუდაპეშტში საქართველოს სახელით 8 მოჭიდავე იასპარეზებს

18-21 მარტს, ბუდაპეშტი მოჭიდავეთა ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირს უმასპინძლებს. პირველ-მეორე ადგილზე გასული ფალავნები საკუთარ ქვეყანას ტოკიოში გასამართი ოლიმპიადის ლიცენზიას მოუპოვებენ.

საქართველოს სახელით 8 (4 თავისუფალი სტილი - 4 ბერძნულ-რომაული) სპორტსმენი იჭდავებს.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იქნებიან : ბექა ბუჯიაშვილი(57 კგ.); ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ.); ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.); სანდრო ამინაშვილი (86 კგ.)

ბერძნულ-რომაული სტილი მოჭიდავეები კი: ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ.); რამაზ ზოიძე (67 კგ.); გელა ბოლქვაძე (77 კგ.) ლაშა გობაძე (87 კგ.)

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის სექტემბერში ნურსულთანში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოლიმპიურ ლიცენზიას დაეუფლა 4 ქართველი ფალავანი: ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში - გიორგი მელია (97 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ); თავისუფალ ჭიდაობაში - ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები