Aa
Aa

"მეტოქე ყველა კომპონენტში ძლიერია" - გუარდიოლა მანჩესტერულ დერბიზე

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. გულშემატკივრები მანჩესტერულ დერბის იხილავენ. "იუნაიტედი" "სიტის" ესტუმრება. მატჩის წინ, "ქალაქელთა" თავკაცმა პეპ გუარდიოლამ კომენტარი გააკეთა.

""იუნაიტედი" ყველა კომპონენტში ძლიერია. ნახევარდაცვაში მათ ბრუნო ფერნანდეში ჰყავთ, რომელიც საოცარ სეზონს ატარებს. შეტევაშიც შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც ბევრ ხიფათს ქმნიან.

მათ კავანის სახით გამოცდილი ფეხბურთელი ჰყავთ. ურუგვაელი ფეხბურთელით აღფრთოვანებული ვარ. როგორც მან თავისი კარიერა წარმართა მართლაც საოცარია. ეს "მანჩესტერ იუნაიტედია", რომელიც ნებისმიერ დროს მაღალი კლასია! ჩვენთვის პრივილეგიაა, რომ ბოლო წლებში მათზე წინ ვართ." - განაცხადა გუარდიოლამ

ცნობისთვის, "წითელ ეშმაკებს" საკადრო პრობლემები აქვთ. სულშერის გუნდს ფილ ჯონსი, პოლ პოგბა, დავიდ დე ხეა და ხუან მატა არ ჰყავს. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მარსიალის და ვან დე ბეეკის თამაში. თავისმხრივ, "ქალაქელებს" ტრავმირებული მხოლოდ ნათან აკე ჰყავთ.

მანჩესტერული დერბი კვირას, 7 მარტს თბილისის დროით 20:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები