ბოლოს ვენგერის დროს შეძლეს - არსენალის 6-წლიანი უიღბლობა დასრულდა
Aa
Aa

ბოლოს ვენგერის დროს შეძლეს - არსენალის 6-წლიანი უიღბლობა დასრულდა

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ლონდონის "არსენალი" "ლესტერს" ესტუმრა და 3:1 დაამარცხა. "მეთოფეებმა" შესანიშნავად ითამაშეს და 6-წლიანი უიღბლობა დაასრულეს.

საქმე შემდეგში გახლავთ - "არსენალმა" ცხრილში სამეულში მყოფი გუნდი სტუმრად ბოლოს 2015 წელს დაამარცხა. იმ დროს გუნდს ჯერ კიდევ არსენ ვენგერი წვრთნიდა. "მეთოფეებმა" მაშინ "მანჩესტერ სიტის" 2:0 აჯობეს. გოლები ჟირუმ და სანტი კაზორლამ გაიტანეს.

დღეს კი "ლესტერის" დამარცხებით ეს ცუდი ტრადიცია დაირღვა. "მელიები" ახლა ცხრილის მე-3 პოზიციაზე იმყოფებიან. მიკელ არტეტას გუნდი კი 37 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო მატჩს "არსენალი" პრემიერ ლიგაში 6 მარტს სტუმრად "ბარნლის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 16:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები