ავსტრალიის ღია პირველობა - ქართველები მელბურნს დაემშვიდობენენ
Aa
Aa

ავსტრალიის ღია პირველობა - ქართველები მელბურნს დაემშვიდობენენ

ავსტრალიის ღია პირველობას ყველა ქართველი ჩოგბურთელი დაემშვიდობა.

წყვილთა თანრიგში ნიკოლოზ ბასილაშვილისა და გერმანელი ჩოგბურთელის, ანდრე ბეგემანის დუეტი პირველ ნომრად განთესილ კოლუმბიელებს ხუან სებასტიან კაბალსა და რობერტ ფარას დაუპირისპირდნენ.

ბასილაშვილმა სენსაცია ვერ მოახდინა და დაძაბულ ბრძოლაში სამ სეტში ანგარიშით 7:6 6:7 4:6 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ ჩათვლაში ნიკოლოზმა ამერიკელ ჩოგბურთელთან ტომი პაულთან სამ სეტში 4:6 6:7 4:6 წააგო.

რაც შეეხება ოქსანა კალაშნიკოვას, მან მელბურნში ესპანელ ჯორჯიანა გარსია-პერესთან ერთად წყვილში იასპარეზა.

ქართულ-ესპანური დუეტი ბელგიელ კირსტენ ფლიპკენსა და სლოვენიელ ანდრეა კლეპაჩს გაეჯიბრა და მატჩი 2 სეტში ანგარიშით 5:7 4:6 წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები