ატლეტიკო VS ჩელსი მადრიდის ნაცვლად ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება
Aa
Aa

ატლეტიკო VS ჩელსი მადრიდის ნაცვლად ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება

ესპანეთში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო რეგულაციების გამო, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩი „ატლეტიკოსა“ და „ჩელსის“ შორის მადრიდში ვერ ჩატარდება. მატჩი რუმინეთში გადაიტანეს და მას ბუქარესტში Arena National-ი უმასპინძლებს.

პანდემიასთან დაკავშირებით არსებული რეგულაციების თანახმად, ესპანეთის ხელისუფლება ბრიტანეთიდან ფრენებს დროებით კრძალავს. აქედან გამომდინარე, შეზღუდვა ავტომატურად შეეხო საფეხბურთო მატჩებსაც.

ინფორმაციას უეფა ოფიფიალურად ადასტურებს. ხსენებული არენა „ატლეტიკოსთვის“ ნაცნობია. 2012 წელს სიმეონეს გუნდი „ბილბაოს“ წინააღმდეგ ევროპა ლიგის გამარჯვებული (3:0) გახდა.

ეს ერთადერთი მატჩი არ გახლავთ, რომელიც ევროპის მასშტაბით ნეიტრალურ არენაზე გაიმართება. რამდენიმე დღის წინ გადაწყდა, რომ „ლიაპციგი“ – „ლივერპულისა“ და „გლადბახი“ – „მანჩესტერ სიტის“ მატჩები ბუდაპეშტში „პუშკაშ არენაზე“ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური დაპირისპირებები 16 თებერვლიდან დაგვიბრუნდება. ერთ-ერთი პირველი და მთავარი ჯახი „კამპ ნოუზე“ „ბარსელონასა“ და პსჟ-ს შორის შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები