Aa
Aa

"მაგრად მცემეს, დილას კი უეფა-ს თასის მატჩზე მივფრინავდით" - ზაზა ჯანაშია 45 წლის გახდა

დღეს, 10 თებერვალს, გამორჩეული ქართველი ფორვარდი ზაზა ჯანაშია 45 წლის გახდა. თავდასხმელმა მოსკოვის „ლოკომოტივის“ რიგებში 51 გოლი გაიტანა, რაც დღემდე "ლოკოს" ლეგიონერების შორის რეკორდული შედეგია.

იუბილარის სიტყვა

„ზოგჯერ, როდესაც საგარეო მატჩიდან ვბრუნდებოდით ხოლმე, თვითფრინავში მივარდებოდა ვისკის ბოთლი, რომლიდანაც დასრულებული მატჩის შემდეგ ცოტ-ცოტას ვსვამდი. ვსვამდი ჩივასს, მაგრამ ბევრს არა. გუნდელები ლუდს მიირთმევდნენ, მე კი მისგან ცუდად ვხდებოდი. ლუდი მბერავს, რაც სერიოზული დისკომფორტია.

საერთოდ, უნდა ითქვას, რომ მოსკოვში ჩამოსვლამდე ალკოჰოლს საერთოდ არ ვიღებდი. „ლოკოში“ ბიჭებმა შემაჩვიეს, ჩვენ ძალიან მეგობრული გუნდი გვყავდა. როდესაც უეფა-ს თასის მეოთხედფინალში „ბრაგა“ გათამაშებას გამოვთიშეთ, მთელი ღამე ავღნიშნავდით. პორტუგალიური სასტუმრო ყირაზე დავაყენეთ. ვერ ვხდები, ახლანდელ ფეხბურთელებს რა სჭირთ. ვარჯიში რომ სრულდება, 2 წუთში ბაზაზე აღარავინაა.

თქვენი აზრით, პრობლემა ფულშია? ჩვენ რომ მილიონები გვქონოდა, დავიჯერო, ასე ვიქნებოდით? სიტყვას გაძლევთ, რომ არა. იმ დროისთვის ჩვენც მდიდრები ვიყავით, ყველას გვყავდა საუკეთესო მანქანები და მოსკოვში სახლები. თვითონ „პალიჩი“ ქმნიდა ატმოსფეროს. უბრალოდ, არიან ვითომ ფეხბურთელები და ფეხბურთელები - ეს სხვადასხვა ცნებებია. დღეს, რუსეთის ჩემპიონატში უფრო მეტი ვითომ ფეხბურთელი თამაშობს.

გინდათ, საინტერესო რამეს გეტყვით: ჩვენ არასდროს შევსულვართ ხელმძღვანელობასთან ხელფასების მომატების თხოვნით. ახლა კი სხვანაირად არის. მახსოვს ფილატოვმა დამიძახა და მითხრა: „ზაზა, გექნება ყველაფერი - მხოლოდ ითამაშე. ფულზე არ იფიქრო". და მეც არ ვფიქრობდი და გამქონდა გოლები. სეზონის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის კაბინეტში დამიბარეს, სადაც იური სიომინიც დამხვდა. „ზაზა, ჩვენ კმაყოფილები ვართ შენით. იქნება ახალი კონტრაქტი მომატებული ხელფასით". ამის შემდეგ უფრო დიდი სტიმული მქონდა თამაშის. იმიტომ, რომ ვიცოდი, შრომა დამიფასდებოდა. ახლა კი, როდესაც ხელფასი 100 ათასი დოლარი გაქვს, რატომ უნდა იბრძოლო ბონუსებისთვის?"

ჯანაშიას ჰეთ-თრიქი „მაკაბის“ კარში  - 1998-99 წლების უეფა-ს თასის მეოთხედფინალი

"მახსოვს, როდესაც თბილისში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებმა ითამაშეს, თვითმფრინავში 40 ლიტრი ღვინო გვქონდა. კარგი, წითელი, ქართული ღვინით ავედი ბორტზე, სადაც ძალიან ბევრი ღვინო დაგვხვდა. რა თქმა უნდა, ქართველებმა გვაჩუქეს. დღესაც ვერ ვხვდები, ის ჩარტერი, როგორ აფრინდა. მოსკოვში კი ავტობუსი ტრაპთან დაგვხვდა და არავინ შეუმოწმებიათ.

სახალისო პერიოდი იყო. 1997 წელს, მახსოვს, რესტორანში კარგად მცემეს. გოგსთან ერთად ვიჯექი და ახალგაზრდამ გაიარა და შემაგინა. “ბიჭო, ვინმეში ხომ არ შეგეშალე", - ვკითხე. მან კი მიპასუხა: „არა, ვინმეს ხედავ აქ შენ გარდა?“, - ვიფიქრე, რომ მარტო იყო და დავარტყი, თურმე, კუთხეში მეგობრები ელოდებოდნენ. მომვარდნენ და მაგრად მცემეს. დაცვას ვუთხარი, რომ პოლიცია არ გამოეძახებინა. წავედი სახლში და დავურეკე გუნდის ექიმს, მიშალოვს. იმ ღამეს ცხვირი გამიტეხეს, გუნდი კი დილას უეფა-ს თასის საგარეო მატჩზე გაფრინდა.

სადებიუტო გოლი „ლოკოში“ - 1996 წელი, მეტოქე - „ბალტიკა“ 

ასევე დადიოდა ჭორი, რომ ბაზრობაზე წილი მქონდა. ეს ნამდვილად ტყუილია. ჩემი მეგობრები ვაჭრობდნენ და ხილს ყოველთვის მათთან ვყიდულობდი. ბაზაზე ძალიან კარგი პირობები გვქონდა, ძალიან ხშირად ოჯახებიც რჩებოდნენ ხოლმე".

აი, ასეთი იყო ზაზა ჯანაშია, რომელმაც საქართველოს ნაკრებში 1997-2001 წლებში ითამაშა და 9 მატჩში 4 გოლი შეაგდო. ნიჭიერმა და მრავალმხრივმა თავდამსხმელმა საფეხბურთო კარიერა 28 წლის ასაკში, 2004 წელს, კალინინგრადის "ბალტიკას" რიგებში დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები