მორიგი მარცხი - ბასილაშვილმა რეიტინგის 188-ე ჩოგბურთელთან წააგო
Aa
Aa

მორიგი მარცხი - ბასილაშვილმა რეიტინგის 188-ე ჩოგბურთელთან წააგო

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი Great Ocean Road Open-ის ტურნირს დაემშვიდობა.

მელბურნში მიმდინარე გათამაშების მერორე წრეში ქართველი ჩოგბურთელი ესპანელ მარიო ვიელა მარტინეს დაუპირისპირდა და 2 სეტში ანგარიშით 7:5 6:3 დამარცხდა.

მატჩის მიმდინარეობის დროს ბასილაშვილმა 6 ეისი შეასრულა და 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

ქართველ ჩოგბურთელი მსოფლიო რეინტში 39-ე პოზიციაზეა და მელბურნის ტურნირს ავსტრალიის ღია პირველობისთვის მოსამზადებელ ეტაპად იყენებდა.

შეგახსენებთ,რომ გუშინ ნიკოლოზმა აღნიშნული ტურნირის წყვილთა თანრიგშიც იასპარეზა.

ქართველი ჩოგბურთელის მეწყვილე გერმანელი ანდრე ბეგემანი იყო. ქართულ გემრანული დუეტი კი ავსტრალიელებეს მაქს პურცელსა და ჯორდან ტომსონს დაუპირისპირდნენ და დამარცხდნენ.

შეხვედრა მეორე სეტში ტრავმის გამო შეწყდა,როდესაც ანგარიში 6:4 5:4 იყო ავსტრალიელების სასარგებლოდ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები