20 ქულით შენგელია საუკეთესო იყო - ცსკა-მ ალბა მძიმე ბრძოლაში დაამარცხა
Aa
Aa

20 ქულით შენგელია საუკეთესო იყო - ცსკა-მ ალბა მძიმე ბრძოლაში დაამარცხა

დასრულდა ევროლიგის მორიგი ტურის მატჩი "ალბასა" და მოსკოვის ცსკა-ს შორის. რუსებმა მძიმე ბრძოლაში 68:71 გაიმარჯვეს და მორიგი ქულები მოიპოვეს.

ორივე გუნდის რიგებიდან საუკეთესო საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია იყო. პარკეტზე 26 წუთი და 9 წამი დაჰყო. ამ პერიოდის განმავლობაში ქართველმა 20 ქულას 1 მოხსნას და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

შეგახსენებთ, რომ ცსკა ევროლიგის სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება. მათ მხოლოდ "ბარსელონა" უსწრებთ. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ არმიელებმა ამ შეხვედრამდე 2 თამაში წააგეს. ეს გამარჯვება კი მათთვის კარგი რეაბილიტაცია იქნება. 

მომდევნო მატჩს თორნიკე შენგელიას კლუბი 29 იანვარს "ბაიერნის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები