შაქარაშვილის საქმე: სამი ბრალდებული სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
Aa
Aa

შაქარაშვილის საქმე: სამი ბრალდებული სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული სამი პირი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. ესენი არიან საბა ჩხარტიშვილი, საბა გოგშელიძე და ირაკლი წაქაძე. აღნიშნულ პირებს ძალადობასა და სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავებიან.

როგორც ''ინტერპრესნიუსი'' იუწყება, მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის 1000-1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. ასევე, ბრალდებულებმა ბრალად წარდგენილი ქმედება აღიარეს და ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება უდაოდ ცნეს.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები, რომელიც ოთხი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და მყვინთავებმა ცხედარი წყალში იპოვეს.

შაქარაშვილი ''საბურთალოს'' აღზრდილი გახლდათ. კოხრეიძისა და ლაკვეხელიანის მსგავსად ''საბურთალოში'' ყველა ასაკობრივი გუნდი გაიარა და ბოლოს სარეზერვო გუნდის მოთამაშე იყო.

მასალაში გამოყენებულია interpressnews-ის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები