გიორგი გახარია -
Aa
Aa

გიორგი გახარია - "ცალკე სპორტის სამინისტროს ჩამოყალიბება არ განიხილება"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია პარლამენტში სიტყვით გამოვიდა, რის შემდეგაც დეპუტატებმა მისი მეთაურობით საქართველოს მთავრობას ნდობა ერთხმად გამოუცხადა. სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერმა სპორტის სამინისტროზე ისაუბრა.

რაც შეეხება სპორტს, მასზე დღესაც გვქონდა დისკუსია. სპორტთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება არაერთგვაროვანია, დისკუსიის საგანია, რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი - მასობრივი სპორტი, რაც არის დღეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა, ბევრად უფრო ახლოს არის განათლების სამინისტროსთან, იმიტომ რომ მასობრივი სპორტის ძირითადი ფრონტი არის სასკოლო განათლება. მეორე - პროფესიული, მაღალი მაჩვენებლების სპორტზე თუ ვსაუბრობთ, იქ სტრუქტურა ცოტა სხვანაირადაა მოწყობილი და ყველგან არის ფედერაციები, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტს უფინანსებს და მათ გადაწყვეტილების მიღებისა და მართვის საკმაოდ დიდი ავტონომიები აქვთ. ამიტომ, ცოტა სხვადასხვა სფეროა.

კულტურის სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად იქნება ცალკე, რაც შეეხება სპორტის ნაწილს, ის დარჩება განათლების სამინისტროში ან კულტურის სამინისტროსთან ერთად გამოიყოფა. ცალკე სპორტის სამინისტროს ჩამოყალიბება არ განიხილება", - განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები