ფუტსალი - საქართველომ და საფრანგეთმა ქულები გაიყვეს
Aa
Aa

ფუტსალი - საქართველომ და საფრანგეთმა ქულები გაიყვეს

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა პარიზში გამართა და საფრანგეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა. მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა და ფრედ - 4-4 დასრულდა.

პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს და რამირესის პენალტის წყალობით დაწინაურდნენ. გაშვებული გოლის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მოუმატა და ზედიზედ 3 ბურთი შეაგდო. ფრანგების კარის აღება ბინიომ, რონინიომ და ელისანდრომ მოახერხეს.

2-ბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად, საფრანგეთმა პირველი ტაიმი მაინც მოიგო. მასპინძლებმა სხვაობა ალას პენალტით შეამცირეს, ბოლო წუთზე კი მოჰამედმა დუბლი გაიფორმა და საწყისი ნახევარი 4-3 დასრულდა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები აშკარა უპირატესობას ფლობდა და გოლის გატანის შანსებიც ჰქონდა. ჩვენებმა რამდენიმე მომენტი გააცუდეს და მხოლოდ ერთი ბურთი შეაგდეს, რომელიც სიმი საიოტის ანგარიშზეა. ამრიგად, მატჩი ფრედ 4-4 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპზე საქართველო საფრანგეთს, რუსეთსა და ბულგარეთი/სომხეთის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. შესარჩევი ეტაპი მიმდინარე წლის დეკემბრიდან, 2021 წლის აპრილის ჩათვლით ექვს ტურად ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები