დიდი აღიარება - შემოდგომის ერთა თასის საუკეთესო ლელოს ავტორი გიორგი კვესელაძე გახდა
Aa
Aa

დიდი აღიარება - შემოდგომის ერთა თასის საუკეთესო ლელოს ავტორი გიორგი კვესელაძე გახდა

დასრულდა "შემოდგომის ერთა თასის" ტურნირი, რომელიც დაძაბულ მარათონში ინგლისმა მოიგო. ბრიტანელებმა ფინალში ფრანეგი 22:19 დაამარცხეს.

დღეს გათამაშების ოფიციალური გვერდი აქვეყნებს ინფორმაციას, რომ ტურნირის საუკეთესო ლელოს ავტორი გიორგი კვესელაძე გახდა. 24 წლის მორაგბემ 50-მეტრიანი გარღვევა შესანიშნავი ინდივიდუალური ლელოთი დაასრულა. გარდა ამისა, მან მატჩში 17 ბოჭვა შეასრულა. გიორგიმ გულშემატკივრების ხმის 65 % მიიღო.

მადლობა ქართველ გულშემატკივარს, რომელთა მხარდაჭერას მთელი ტურნირის განმავლობაში ვგრძნობდი. განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც სხვადასხვა ნომინაციებში მხარდაჭერა გამომიცხადა. ვეცდები კიდევ უფრო განვვითარდე და მათი იმედები გავამართლო“ – თქვა კვესელაძემ

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რაგბის ნაკრებმა ამ ისტორიულ ტურნირზე ოთხიდან ოთხივე მატჩი წააგო. პირველად ჩვენს ნაკრებს ინგლისმა 40:0 სძლია. ამის შემდეგ უელსის ჯერი დადგა. "ბორჯღალოსნები" მეორე მატჩში 18:0 დამარცხდნენ. მესამე მატჩი კი ირლანდიასთან გაიმართა, სადაც საქართველომ პირველი ქულები მოიპოვა. შეხვედრა ირლანდიელთა სასარგებლოდ 23:10 დასრულდა. უკანასკნელი მატჩი კი მაისაშვილის შეგირდებმა ფიჯის წინააღმდეგ გამართეს და 38:24 დამარცხდნენ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები