კლოპი:
Aa
Aa

კლოპი: "პრემიერლიგის ფავორიტი ჩელსია"

„ლივეპრულის“ თავკაცი იურგენ კლოპი პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში თავის ფავორიტებს ასახელებს.

გერმანელ სპეციალისტს „ტოტენჰემი“ მოსწონს, თუმცა ფავორიტად „ჩელსის“  მიიჩნევს:

„როცა მატჩებს ვუყურებ ვხედავ, რომ „ტოტენჰემი“ კარგად გამოიყურება, თუმცა ჩემთვის პრემიერლიგის ფავორიტი „ჩელსია“.

მათ ღრმა შემადგენლობა ჰყავთ, ჩინებული ფეხბურთელებით, ისინი კარგად თამაშობენ. მათი განაცხადი სავსეა და ისინი მზად არიან მატჩიდან მატჩამდე შემადგენლობა ცვალონ, რადგან ამის საშუალება აქვთ.

ზეწოლა ყოველთვის არის, თუმცა ეს მხოლოდ შენ თავს ეხება. ზეწოლას ყოველი მატჩის წინ გრძნობ. ჯერჯერობით ძალიან ადრეა იმაზე ფიქრი, თუ ვინ ვის უსწრებს, ეს უბრალოდ სიტუაციაა. ყოველთვის შენს მომდევნო მეტოქეზე უნდა იყო კონცენტრირებული და არა სხვა მომავალ შეხვედრებსა და მათ შედეგებზე“.

11 მატჩის შემდეგ, „ჩელსი“ 22 ქულით ცხრილის სათავეში იმყოფება, თუმცა „ლივერპულსა“ და „ტოტენჰემს“ ჯერ თავიანთი მატჩები არ გაუმართავთ. მოგების შემთხვევაში ორივე მათგანს „არისტოკრატებზე“ 2 ქულით მეტი ექნებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები