ირმა ხეცურიანი:
Aa
Aa

ირმა ხეცურიანი: "იმედი მაქვს ამ შედარებას განმარტება მოჰყვება!"

ქართველი პარაოლიმპიელი, მსოფლიო თასის მფლობელი ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში იუმორისტ გიორგი ჯანელიძის შეურაცხმყოფელ ფრაზას გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

გორგი ჯანელიძემ საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩის შეფასებისას პარაოლიმპიელები შეუარცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენია.


ირმა ხეცურიანის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„იმედი მაქვს ამ შედარებას განმარტება მოჰყვება! წლების შემდეგ 21-ე საუკუნეში, როდესაც ვფიქრობ  რომ საზოგადოების დამოკიდებულება შეიცვალა არა სპორტის, პარაოლიმპიადის და შშმ თემის მიმართ არ შეიძლება  ეთერიდან ისევ იგივე გვესმოდეს!“

აქვე გეტყვით, რომ ეტლით მოსარგებლეთა და ამპუტანთ სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენთა შორის ქართველებიც დაასახელა. სიაში ორი ქართველი ეტლით მოფარიკავე მოხვდა. B კატეგორიაში საუკეთესოდ ტიტულავინი ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი დაასახელეს (165 ქულა), ხოლო 23 წალმდელთა კატეგორიის გამარჯვებული ნინო თიბილაშვილი გახდა (80 ქულა).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები