დეპაი:
Aa
Aa

დეპაი: "მალე იანვრის სატრანსფერო ფანჯარა იქნება, დაველოდოთ რა მოხდება"

მემფის დეპაიმ BN DeStem-თან საუბრისას თავისი მომავლის შესახებ მორიგი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ იანვარში „ლიონიდან“ წასვლის ალბათობა არსებობს.

„26 წლის ვარ და ჩემ მომდევნო ტრანსფერში ფაქტობრივად არაფერს გადაიხდიან. ასე რომ, შემიძლია ახლა კლუბების ინტერესს დაველოდო.

მალე იანვრის სატრანსფერო ფანჯარა იქნება, დაველოდოთ რა მოხდება. გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ „ლიონს“ დავტოვებ, მაგრამ აშკარაა დაინტერესებული კლუბები გამოჩნებიან და სავარაუდოდ მათი რიცხვი გაიზრდება.

სამწუხაროდ ბოლო მატჩებში ძალიან ცოტა სათამაშო დრო მეძლეოდა, ალბათ ეს იმის ბრალი იყო, რომ გუნდში ჩემი დარჩენის ამბავი გარკვეული არ იყო.

მინდა გოლების გატანა კვლავ განვაგრძო. სულ 4 გოლი გავიტანე და მათგან 3 პირველ შეხვედრაში, ეს სირცხვილია“.

დეპაიმ რამდენიმე დღის წინ „ბარსელონაში“ თითქმის შემდგარ ტრანსფერზე ისაუბრა:

„ყველაფერი შეთანხმებული იყო, ტრანსფერი თითქმის შედგა, თუმცა სამწუხაროდ გარკვეული რეგულაციების გამო „ბარსელონაში“ ვერ გადავედი. ვნახოთ რა იქნება მომავალში, ინტერესი სავარაუდოდ განახლდება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები