საქართველოს 21-წლამდე ნაკრები შვეიცარიასთან დამარცხდა
Aa
Aa

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები შვეიცარიასთან დამარცხდა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე შეხვედრაში ჯგუფის ლიდერს, შვეიცარიას დაუპირისპირდა. შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა და სტუმართა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

შვეიცარიელმა ახალგაზრდებმა ანგარიში 27-ე წუთზე გახსნეს. ვასილ მაისურაძის გუნდის კარი ნდოიემ აიღო და სანიკიძეს შანსი არ დაუტოვა. პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა, მეორე ნახევარში კი შვეიცარიელებმა კიდევ ორი ბურთის შეგდება მოახერხეს.

68-ე წუთზე ზექირიმ ხელით თამაშისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი გამოიყენა, ხოლო 81-ე წუთზე პუსიჩმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0 – 3.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს 8 მატჩის შემდეგ 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-4 ადგილზე იმყოფება. მაისურაძის შეგირდებს მომდევნო შეხვედრა აზერბაიჯანელი თანატოლების წინააღმდეგ ელით და ეს დაპირისპირება 13 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები