კრესპო:
Aa
Aa

კრესპო: "ასეთ დროს მესის გვერდით პროფესიონალი სჭირდებოდა და არა მამა"

ვეტერანი არგენტინელი ფორვარდი ერნან კრესპო მესის ირგვლივ არსებულ გაურკვეველ ვითარებას შეეხო და თავისი პოზიცია დააფიქსირა.

TyC Sports-თან საუბრისას კრესპომ აღნიშნა, რომ მესის მსგავს რთულ სიტუაციებში გვერდით პროფესიონალი აგენტი სჭირდებოდა და არა მამამისი, რომელიც მისი სპორტული აგენტის პოსტსაც იკავებს.

„ხორხე მესის დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ოქროს ბურთის 6-გზის მფლობელს გვერდით ნამდვილი პროფესიონალი სჭირდება.

იგივე არ არის, როცა უბრალოდ აგენტი გესაუბრება და როცა, ვიღაც პროფესიონალი სპეციალისტი გირჩევს. ხორხე მამად ყოფნას არ შეწყვიტავს, ასეთ დროს კი ფეხბურთელს გვერდით პროფესიონალი სჭირდება.

არ მინდა, რომ ლეოს მამა დავამცირო, მაგრამ მას მსგავსი გამოცდილება არ აქვს. ჩვენ ვსაუბრობთ დირექტორებზე, კონტრაქტებზე და ფულზე. ასეთ დროს შენ გჭირდება ისეთი ვინმე, ვინც მსგავს სიტუაციას თავს გაართმევს.

მესის შემთხვევაში არსებობს საქმეები, რომლებიც გაცილებით ადრე უნდა მოგვარებულიყო, სანამ სერიოზულ სახეს მიიღებდა და არა ახლა. ვერ გეტყვით რამდენჯერ მიუჯდა ხორხე მესი მოლაპარაკებების მაგიდას, რათა შვილის კონტრაქტის თემა გადაეწყვიტა.

ხელშეკრულების გახანგრძლივება მარტივი გახლავთ. ამ შემთხვევაში გამოცდილება დიდ როლს არ თამაშობს“.

ბევრის აზრით, მსგავსი შეცდომა თავის დროზე ნეიმარმაც დაუშვა, როცა „ბარსელონდან“ წასვლის დროს მამის აზრი გაითვალისწინა, რომელიც მისი სპორტული აგენტის პოსტს იკავებს. ესპანური პრესის ცნობით, ბრაზილიელი ფეხბურთელის საბოლოო გადაწყვეტილებზე გადამწყვეტი გავლენა სწორედ მან მოახდინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები