იორიკირით მოპოვებული გამარჯვება - ტოჩინოშინის მე-6 მოგება ნაგოია ბაშოზე
Aa
Aa

იორიკირით მოპოვებული გამარჯვება - ტოჩინოშინის მე-6 მოგება ნაგოია ბაშოზე

"ნაგოია ბაშოს" მე-9 დღეს, ტოჩინოშინის მეტოქე მე-8 მაეგაშირა მასაკაცუ იშიურა იყო, რომელსაც ქართველი სუმოისტი მეექვსედ შეხვდა და მეოთხედ მოუგო.

ლევან გორგაძემ გამარჯვება იორიკირით მოიპოვა. ტოჩინოშნის მეტოქემ ჰენკას გაკეთება სცადა, მაგრამ ლევანმა ბრძოლა შემოატრიალა და იშურა დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა.

ტოჩინოშინს დღევანდელი დღის შემდეგ მოგება-წაგებათა ბალანსი 6:3-ზე აქვს და "კაჩი-კოშის" გასაფორმებლად დარჩენილ 6 ბრძოლაში 2 გამარჯვების გაფორმება სჭირდება.

"ნაგოია ბაშოს" მე-10 დღეს ქართველის მეტოქე მე-17 მაეგაშირა კოტოიუკი კაზიოში იქნება, მასთან "ტოჩის" 6 ბრძოლა აქვს გამართული და ექვსივე შემთხვევაში გამარჯვებული გამოვიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები