მაუწყებელი თანხას არ იხდის - სერია A-ს კლუბებს Sky-ს 131 მილიონს სთხოვენ
იტალიის სერია A-ს ოფიციალურ მაუწყებელ Sky-ის ჩემპიონატის კლუბებთან პრობლემები აქვს.
საქმე ისაა, რომ უმსხვილეს მედია ჰოლდინგს „ლეგა კალჩოს“ კლუბებისთვის ჩემპიონატის მაუწყებლობის უფლებისთვის გადასახდელი თანხა არ ჩაურიცხავს. საუბარი 131 მილიონ ევროზეა.
სეზონი ექვს ნაწილადაა დაყოფილი და Sky-ს თანხის გადახდა თითოეული ამ მონაკვეთის დაწყებამდე აქვს დაკისრებული, თუმცა Covid-19-ის პანდემიის გამო შეჩერებული ჩემპიონატის სატელევიზიო უფლების ანაზღაურებას მაუწყებელი არ აპირებს.
30 ივნისს, სერია A-ს კლუბები გამართავენ ვიდეოკონფერენციას, რომელზეც ამ საკითხზე იმსჯელებენ და არაა გამორიცხული მათ ერთობლივი საჩივარიც შეიტანონ.
პანდემიის პერიოდის თანხა არ დაუფარავს იტალიის ჩემპიონატის კიდევ ერთ მაუწყებელ DAZN-ის, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებმა პირობა დადეს, რომ თანხა მომავალ თვეში დაიფარება.