''ჩემი გუნდი 2 ფორვარდით თამაშისთვის მზად არაა'' - სიმეონემ კოშტა-მორატას დუეტი გამორიცხა
Aa
Aa

''ჩემი გუნდი 2 ფორვარდით თამაშისთვის მზად არაა'' - სიმეონემ კოშტა-მორატას დუეტი გამორიცხა

საფეხბურთო კლუბ მადრიდის ''ატლეტიკოს'' მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე არ აპირებს შეტევაში დიეგო კოშტა და ალვარო მორატა ერთად ათამაშოს.

12 მარტის შემდეგ მადრიდული კლუბი პირველ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს, 14 ივნისს ლა ლიგის 28-ე ტურში სიმეონეს გუნდი ბილბაოს ''ატლეტიკს'' ესტუმრება. მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე არგენტინელმა მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მისი გუნდის სასტარტოში მორატა-კოშტას დუეტს ვერ ვიხილავთ.

''მარკოს ლორენტეს ყოფნით შეგვიძლია მოედნის ცენტრში სამი ნახევარმცველი გავამწესოთ და იანიკ კარასკომ ფორვარდის პოზიციაზე ითამაშოს. ასეთ შემთხვევაში ლორენტე მარჯვნივ ითამაშებს, კოკე კი - მარცხნივ.

მარკოს ლორენტე ფიზიკურად კარგადაა მომზადებული და მას შეტევის გოლად დასრულება შესანიშნავად შეუძლია, თუმცა ლორენტეს დაცვითი ფუნქციების შესრულებაც კარგად გამოსდის, რაც ''ენფილდზე'' გამოჩნდა. დიეგო კოშტას მოედნიდან გაყვანით და ლორენტეს თამაშში ჩართვით, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში სასარგებლოდ მოთამაშე დაგვემატა. ის ნახევარმცველია და ''ლივერპულთან'' მატჩში ძალიან დაგვეხმარა.

მოსამზადებელ ეტაპზე ამხანაგურ მატჩში შესაძლოა დიეგო კოშტა და ალვარო მორატა ერთად ათამაშო, თუმცა ოფიციალურ მატჩებში ორი ფორვარდით თამაშისთვის ჩემი გუნდი მზად არაა.''

 27 ტურში ''ატლეტიკომ'' 45 ქულა მოაგროვა და მე-6 ადგილზეა. ''ატლეტიკო'' საუკეთესო ოთხეულს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები