Aa
Aa

"მწვრთნელის სტატუსი მივიღე" - 76 წლის რივერა სამწვრთნელო დებიუტისთვის ემზადება და მილანის ჩაბარება სურს

იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ჯანი რივერამ ყოფილ კლუბ „მილანის“ გაწვრთნის სურვილი გამოთქვა. საინტერესო და უცნაური ისაა, რომ რივერა 76 წლისაა და მწვრთნელად აქამდე არასდროს უმუშავია.

„როცა ფეხბურთს ვთამაშობდი, სხვებს არასდროს ვუყურებდი, რადგან ჩემი იდეა მქონდა და ის შემტევ ფეხბურთს უკავშირდებოდა. იდეოლოგია არც ახლა შემცვლია და მინდა, ის პრაქტიკაში გამოვიყენო.

ახლახანს მწვრთნელის სტატუსი მივიღე და გუნდის ჩაბარება შემიძლია. თუკი „მილანს“ დავჭირდები, აქ ვარ“.

რივერა აგვისტოში 77 წლის ხდება, იგი „როსონერის“ ღირსებას 19 წლის განმავლობაში იცავდა, 12 წელი კი იტალიის ნაკრების მაისურით თამაშობდა. კარიერის დასრულების შემდეგ იტალიის რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, შემდეგ კი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ სექტორში მუშაობდა.

რივერა იმ 5 იტალიელიდან ერთ-ერთია, რომელმაც „ოქროს ბურთი“ მოიგო. იგი ამ ჯილდოს 1969 წელს დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები