ალექსანდრე ბითაძე-
Aa
Aa

ალექსანდრე ბითაძე-"შესაძლოა,რომ ქართული სპორტის ისტორიაში პირველად სათამაშო სახეობა ოლიმპიურ თამაშებზე გვყავდეს"

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელის გადაცემა „ტაიმაუტში“ საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე ბითაძემ ქართულ წყალბურთში ბევრ გამოწვევებზე ისაუბრა. მან ასევე კომენტარი სპორტსმენების ვარჯიშის განახლების აუცილებლობაზე და სავარჯიშო აუზების გახსნის მნიშვნელობაზე გააკეთა.

გაურკვეველ მდგომარეობაში ვართ. მინდა გითხრათ, რომ წყალბურთის ყველა ქვეყანა აუზში ვარჯიშობს. სერბეთი, ხორვატია, მონტენეგრო, იტალია, საფრანგეთი, გერმანია, ჰოლანდია. გუნდები ვარჯიშობენ, აუზები გახსნილია. ახლა ივნისში პირველი საერთაშორისო მატჩიც გაიმართება, ხოლო თვის ბოლოს არის საერთაშორისო ტურნირი. ჩვენ გარდა ყველა ემზადება.სამი თვეა ქართველი წყალბურთელები წყალში არ ჩასულან. იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება მალე გადაწყვეტენ ჩვენს ბედს. ოლიმპიურის შესარჩევზე უძლიერესი გუნდები იღებენ მონაწილეობას. შესაძლოა,რომ ქართული სპორტის ისტორიაში პირველად სათამაშო სახეობა ოლიმპიურ თამაშებზე გვყავდეს. ალბათობა ძალიან დიდია, უბრალოდ ამისთვის მალე უნდა დავიწყოთ ვარჯიში“ –  განაცხადა ალექსანდრე ბითაძემ.

„ტოკიო 2020“-ის  ოლიმპიური თამაშების, წყალბურთის სალიცენზიო ტურნირის მატჩები დეკემბერში გაიმართება.

საკვალიფიკაციო ტურნირს  13-20 დეკემბერს როტერდამი უმასპინძლებს. აღსანიშნავია,რომ სალიცენზიო ტურნირი მარტში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ მსოფლიო პანდემიის გამო გადაიდო.

ჩვენთვის სასხარულოა,რომ ისტორიაში პირველად საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს და A ქვეჯგუფში თურქეთთან, კანადასთან, ბრაზილიასთან, მონტენეგროსთან და საბერძნეთთან ერთად მოხვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები