ბითაძე, არველაძე, შენგელია და სხვები - ქართველი სპორტსმენები საპროტესტო აქციას შეუერთდნენ
Aa
Aa

ბითაძე, არველაძე, შენგელია და სხვები - ქართველი სპორტსმენები საპროტესტო აქციას შეუერთდნენ

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში საპროტესტო აქცია, სახელად Blackout Tuesday წამოიწყეს. ცნობილი ადამიანები, კომპანიები, მუსიკოსები, სპორტის ვარსკვლავები და ორგანიზაციები სოციალურ ქსელში შავი კვადრატის ფოტოს აქვეყნებენ. საპროტესტო აქციას ქართველი სპორტსმენებიც შეუერთდნენ.

„ინდიანა პეისერსის“ კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ Facebook-ის გვერდზე შავი კვადრატის ფოტო გამოაქვეყნა. პოსტს კი, ჰეშთეგ Black Lives Matter დაურთო.

შოთა არველაძემაც იგივე გააკეთა.

View this post on Instagram

blacklivesmatter #blackouttuesday

A post shared by Shota Arveladze (@shota_arveladze) on Jun 2, 2020 at 4:02am PDT

გურამ კაშიამ კი, შავი კვადრატის ფოტოში წარწერა Black Lives Matter განათავსა.

View this post on Instagram

#blackouttuesday

A post shared by Guram Kashia (@37gk) on Jun 2, 2020 at 8:21am PDT

თორნიკე შენგელიამ Euroleague-ის კალათბურთელთა ასოციაციის ვიდეოში მიიღო მონაწილეობა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა ევროლიგის სხვა ვარსკვლავებთან ერთად, საზოგადოებას მიმართა.

„სეტონ ჰოლის“ კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა „ინსტაგრამის“ საკუთრ გვერდზე შავი კვადრატის ფოტო გამოაქვეყნა.

View this post on Instagram

#blackouttuesday

A post shared by Sandro Mamukelashvili ‭ (@ma23mu) on Jun 2, 2020 at 8:21am PDT

საპროტესტო აქციაში ზაზა ფაჩულიაც ჩაერთო.

View this post on Instagram

#blackouttuesday

A post shared by Zaza Pachulia (@zazapachulia) on Jun 2, 2020 at 12:48am PDT

ცხელი ამბები