„კლუბის ჯარიმების ფურცელი შეჭამა“ - კანავარო ასპრილიას უცნაურ საქციელს იხსენებს
Aa
Aa

„კლუბის ჯარიმების ფურცელი შეჭამა“ - კანავარო ასპრილიას უცნაურ საქციელს იხსენებს

ლეგენდარულმა ფაბიო კანავარომ ფაუსტინიო ასპრილიას შესახებ საინტერესო ისტორია გაიხსენა. იტალიელმა მცველმა „პარმაში“ გატარებულ პერიოდზე ისაუბრა და უყურადღებოდ არც „ტინო“ დაუტოვებია, რომელიც „კროჩიატის“ ღირსებას 1992-დან 1996 წლამდე იცავდა.

„პარმაში გადასვლისას ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და მაშინ კლუბი მხოლოდ მოგებაზე გახლდათ ორიენტირებული.

მახსოვს, ჩვენი კაპიტანი, ლორენცო მინოტი ფურცელზე წერდა სხვადასხვა სახის ჯარიმას, რომლებიც ფეხბურთელებს არასწორი ქმედებების გამო უნდა გადაეხადათ.

როცა ფაუსტინო ასპრილიას ჯერი დადგა, იგი წამოდგა და შეჭამა ფურცელი, რომელზეც ჯარიმები იყო ჩამოწერილი“.

შეგახსენებთ, რომ ასპრილია საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში რამდენიმე დღის წინაც მოექცა, როცა განაცხადა, რომ მზადაა კორონავირუსის პანდემიის გამო გაჩენილი პრეზერვატივების დეფიციტის აღმოფხვრაში თავისი წვლილი შეიტანოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები