კანადელმა მოკრივემ კორონავირუსის პანდემიის გამო, ექთნად დაიწყო მუშაობა
Aa
Aa

კანადელმა მოკრივემ კორონავირუსის პანდემიის გამო, ექთნად დაიწყო მუშაობა

კანადელმა მოკრივემ, კიმ კლაველმა დროებით საყვარელ საქმიანობაზე უარი თქვა და კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო. მან ერთ-ერთ საავადმყოფოში ექთნად დაიწყო მუშაობა.

„კლინიკაში მუშაობა ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია. ხანდაზმული პაციენტები თავს მარტოსულად გრძნობენ და მოწყენილები არიან. ზოგიერთ მათგანს არ ესმის მდგომარეობა რამდენად მძიმეა და არ სურთ თავიანთ ოთახებში დარჩნენ. ჩვენ გვიწევს ექთნებთან ერთად, ფსიქოლოგები ვიყოთ. ვიცი, რომ დაზღვეული არავინაა, მაგრამ არ მეშინია. ხალხის დახმარება ისე მინდა, რომ საკუთარი თავი გადამავიწყდა. წესებს ვიცავ, რადგან არ მინდა სხვების ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დავაყენო.

შემეძლო სახლში დავრჩენილიყავი, არაფერი გამეკეთებინა და მთავრობის მიერ გამოყოფილ თანხას დავლოდებოდი, მაგრამ ექთნად მუშაობის ლიცენზია მქონდა და მსურდა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩემი წვლილი შემეტანა.

პაციენტთა უმრავლესობა შეშინებულია და თავს მარტოსულად გრძნობს. სიმართლე გითხრა არ ვიცი, რა უფრო სახიფათოა - ვირუსი თუ მარტოობის შეგრძნება“.

შეგახსენებთ, რომ კანადაში კორონავირუსით ინფიცირების 26897 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 898-ს აღწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები