რონალდინიოს ყოფილი თანაგუნდელი: „ორშაბათს არც ერთხელ უვარჯიშია
Aa
Aa

რონალდინიოს ყოფილი თანაგუნდელი: „ორშაბათს არც ერთხელ უვარჯიშია"

მექსიკური „კერეტაროს“ ყოფილმა ფეხბურთელმა, პატრისიო რუბიომ რონალდინიოს მხარდამხარ გატარებული პერიოდი გაიხსენა. ჩილელმა ფორვარდმა განაცხადა, რომ „გაუჩო“ უმაღლესი დონის ფეხბურთელია და დასძინა, რომ მისთვის გართობა უმნიშვნელოვანესი იყო.

„კერეტაროს საშინაო შეხვედრები ყოველთვის პარასკევობით იმართებოდა, რადგან მექსიკის ჩემპიონატში თითოეულ კლუბს ინდივიდუალური კალენდარი აქვს. მატჩების შემდეგ, რონალდინიო თავის კერძო თვითმფრინავში ჯდებოდა და გასართობად კანკუნში ან პლაია დელ კარმენში მიემგზავრებოდა.

საშინაო შეხვედრების შემდეგ, ორი დღე ვისვენებდით და ვარჯიშს ორშაბათს ვიწყებდით, თუმცა რონალდინიოს ორშაბათს არც ერთხელ უვარჯიშია. ის გუნდში ყოველთვის სამშაბათს ბრუნდებოდა. მიუხედავად ამისა, შემიძლია გითხრათ, რომ გაუჩო უმაღლესი დონის ფეხბურთელი იყო“.

შეგახსენებთ, რომ რონალდინიო „კერეტაროს“ 2014 წელს შეუერთდა და მექსიკური კლუბი რამდენიმე თვის შემდეგ დატოვა. ბრაზილიელი „ფლუმინენსეში“ გადაბარგდა და მალევე კარიერა დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები